მთავარისიახლეებიპოლიტიკაის , ვინც წინ არ უშვებდა ახალ ხალხს, განზე გადგა და გაიხსნა...

ის , ვინც წინ არ უშვებდა ახალ ხალხს, განზე გადგა და გაიხსნა გზა მათთვის, ვინც შეინარჩუნა იდეის ერთგულება – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

Published on

,,ენმ-ში დარჩა ხალხი, ვისაც სჯერა იდეის'' – დამოუკიდებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის აზრით, მისი თანამებრძოლების ნაწილმა დაკარგა გამარჯვების რწმენა და გაუუცხოვდა იდეას, რომელსაც პარტია აქამდე ემსახურებოდა. მისი თქმით, ეს არახალია, ასე ხდება ხოლმე სხვაგანაც და ჩვენშიც იმგვარ სიტუაციაში, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა 2012 წლის არჩევნების შემდგ. 
„მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ  შეიძლება მათ ნაწილს არც არასოდეს არ სჯეროდა  იმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით. ამიტომ,  როცა პარტიაზეა საუბარი, ასეთი ხალხი,  ჯობია პარტიაში არ იყოს. ხშირად უთქვამთ ჩვენთვის, რომ შერიგება სჯიბდა, მაგრამ  ასე არ ხდება, პარტია ეს არის ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომლის ფუნქციაა შეცვალოს პოლიტიკური რეალობა. ეს  შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ის არის იდეოლოგიურად და იდეურად სუფთა, დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს და მოქმედებს, როგორც ერთიანი ორგანიზმი. ახლა თუ იქ, შიგნით მუდმივად მიმდინარეობს რაღაცის გარკვევა და გარჩევა და ხალხი ვერ თანხმდება ისეტ მთავარზე ,როგორიც არის იდეა, ეს პრაქტიკულად მხოლოდ აზარალებდა პარტიას. დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის, ვისაც სჯერა გამარჯვების. ახლა დიდი ნაწილი, ვინც წინ არ უშვებდა ახალ ხალხს,  განზე გადგა  და გაიხსნა ახალი გზა მათთვის, ვინც  მთელი ეს წლები შეინარჩუნა იდეისადმი ერთგულება ( ეს კი  დიდი მასაა),  ეს მხოლოდ დადებითი მოვლენაა, ამას მე სხვანაირად ვერ შევხედავ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...