მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ის, რომ ჩემს გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო...

,,ის, რომ ჩემს გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე” – მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავაზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გადაცემა არჩევანში გიგი უგულავაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ადამიანურად უხარია, რომ თბილისის ყოფილი მერი თავისუფალია. 
„მართლა ადამიანურად მიხარია, რომ ის არის გარეთ, ახალგაზრდა ადამიანი, ჯან-ღონით სავსე რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეძლო და როგორც შეეძლო თავისი უნარების ფარგლებში მე მეხმარებოდა თბილისის განვითარებაში, მე ამაში მადლობელი ვარ მისი, მიმაჩნია უკიდურეს უსამართლობად მისი დასჯა ამისთვის. 
ისიც ვიცი, რომ ის ძირითადად ჩემს გამო დაისაჯა, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები, ივანიშვილის მთავარი პრობლემა ვარ მე. მაგრამ ის, რომ ჩემს გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. მესმის ფსიქოლოგია, როცა ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია, მაგრამ  მხოლოდ ჩემს გამოც  არ იყო, იდეის გამო იყო,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
გიგი უგულავას ციხიდან გამოშვებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ  ბევრმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ  არც გიგი უგულავას წერილი ციხიდან და არც მისი გამოსვლა არ იყო შემთხვევითი და ეს მათი უფლებაა.
 
„სიტუაცია შეიძლება თავისითაც შექმნილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინაში ვარ და ვიცი როგორ მოქმედებენ ოლიგარქები.
ოლიგარქები ვერ დარჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ოლიგარქისთვის წარმოადგენლად ძნელია, რომ  ამას ყველაფერს უყურებდეს და არაფერს აკეთებდეს. ყველა ხე სად დგას, იმას აკონტროლებს და რომელი პოლიტიკოსი სად დგას, მაგას არ გააკონტროლებს? მითუმეტეს, რომ აგერ შექმნის პარტიას, გაანადგურებს პარტიას, გამოწევს ვიღაცას წინ, შეწევს ვიღაცას. გამოწია ალასანია, შეწია ალასანია. მერე ალასანია აჯანყდა, მოაშორა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ მისი ხალხი დანიშნა თანამდებობებზე. ეს ხომ ერთობა ამით, როგორც სათამაშოებით. ამას იღებს, გადადგამს აქეთ, მერე გადმოდგამს აქეთ, მერე მოისვრის, გადაადგებს, თუ შენ არ გაქვს ღერძი, თუ არ ხარ ჩაბეტონებული მკვრივად, სადაც დგახარ. აი, აქ ვდგავართ და სხვანაირად არ ძალგვიძს. “ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...