მთავარისიახლეებისაზოგადოებატიტა, მაგნოლია და ახლა უკვე ცაცხვებიც. როკსოფუ ამირანი – გასაგებია, ივანიშვილს რა...

ტიტა, მაგნოლია და ახლა უკვე ცაცხვებიც. როკსოფუ ამირანი – გასაგებია, ივანიშვილს რა მოტივი აქვს?

Published on

დღეს დილიდან სოფელ ქვემო ნატანებში, ხეგლეჯია (როკსოფუ) ივანიშვილის ახირებით, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიიდან 10-მდე ასწლოვანი ხის, მათ შორის ცაცხვების  გადატანის პროცესი დაიწყო – მიმდინარეობს   გადატანის სამუშაოების სამზადისი.
აღნიშნული ხეებიც, შეკვეთილში, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ, დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. 
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, ამწეკრანები, თვითმცლელი მანქანები და მიმდინარეობს მასიური თხრა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ ვარაუდს აძლიერებს ის, რომ არ საჯაროვდება დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე მიმდინარეობს ხეების გადატანის პროცესი.
რაც შეეხება მაგნოლიას,  220 ტონისა და 37 მეტრის სიგრძის გიგანტური ხეს, იგი უკვე ჩატანილია სანაპიროზე და გუშინდელი საღამოდან გამოდარებას ელოდება, რომ ივანიშვილის პარკში დაიდოს ბინა.  
როკსოფუ ამირანი – გასაგებია, ხეგლეჯია ივანიშვილს რა მოტივი აქვს?
 

 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...