მთავარისიახლეებიპოლიტიკაპროცედურული ხრიკები ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის'' ირგვლივ

პროცედურული ხრიკები ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ

Published on

,,პარლამენტში ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა'' აღარ არსებობს.  მის ნაცვლად შეიქმნა  ორი სხვა ფრაქცია, მათში გაერთიანებული არიან ნაციონალური მოძრაობიდან გასული დეპუტატები, ხოლო დეპუტატები , რომლებიც პარტიაში დარჩნენ, ფრაქციის გარეთ არიან დარჩენილი.  –  ასეთია ,,წასულების''  ხედვით  პარლამენტში  ნაციონალური მოძრაობის  სახელით შესული დეპუტატების განლაგება ფრაქციული თვალსაზრისით, მაგრამ   რეალობა სხვაგვარია. 
 
,,ეს არის მათი პროცედურული ხრიკები, რათა გამოაჩინონ ისე, რომ მათ კი არ დატოვეს ფრაქცია, ჩვენ მოგვიწია ფრაქციის დატოვება.აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი თინათინ ბოკუჩავა  –  საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ე.წ. უგულავა –ბოკერიას გუნდმა დატოვა ”ნაციონალური მოძრაობა” და, შესაბამისად, პარლამენტშიც ისინი სხვა პოლიტიკური ჯგუფის სახელით წარდგებიან. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით იქ, სადაც მოგვცა ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ერთი პარტიის მიერ მოპოვებული ხმები გამოვიყენოთ სხვა პოლიტიკური გუნდის საქმიანობისთვის, რასაც აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები აპირებენ.
 ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” გააგრძელებს საქმიანობას პარლამენტში და, შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივებს და ცვლილებებს, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, აუცილებლად გავაჟღერებთ. რაც შეეხება ბიუროკრატიულ და პროცედურულ საკითხებს, ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანაა არა ეს, არამედ მზადება  ყრილობისთვის, რომელიც ჩატარდება დემოკრატიული სტანდარტით.– აცხადებს ბოკუჩავა.
 
ამრიგად, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა'' გააგრძელებს მუშაობას,  ცნობილია, რომ  ფრაქციაში რჩებიან ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე, თუმცა არ კონკრეტდება კიდევ ვინ შეუერთდება მათ რიცხვს.  
 
შეგახსენებთ, პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად  საჭირო რაოდენობაა 6 დეპუტატი. 
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...