მთავარისიახლეებიპოლიტიკაფრაქციას “საქართველოს წინსვლისთვის“ თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე შეუერთდებიან.

ფრაქციას “საქართველოს წინსვლისთვის“ თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე შეუერთდებიან.

Published on

ფრაქციას “ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც დეპუტატი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, “ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა. ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, ფრაქციის შემადგენლობას ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა დაემატნენ. მისი თქმით, “ყველა გადაწყვეტილება მიღებულია მკაცრად პარლამენტის რეგლამენტის დაცვით“. ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ფორმალურად ფრაქციის შემადგენლობაში რჩებიან ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი აბესაძე და თენგზიც გუნავა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით, როგორც ამ პარტიის წევრები შევიდნენ. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით კი, ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაქცია შექმნან. პარლამენტის წევრს, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...