მთავარისიახლეებისაზოგადოებატიტამ ბორანით იმგზავრა, მაგნოლია რკინგზით ჩაუვა ივანიშვილს

ტიტამ ბორანით იმგზავრა, მაგნოლია რკინგზით ჩაუვა ივანიშვილს

Published on

რუსთავი 2 – ის ცნობით, ივანიშვილისთვის ხის გადატანის გამო დღეს რკინიგზაზე ელექტროგადამცემ ხაზებს ჩახსნიან. ციხისძირიდან, მაგნოლიას ჯიშის ხეს  ურეკში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ. ამჯერად, გიგანტური ხის ტრანსპორტირება სახმელეთო საშულებით მოხდება. მაგნოლია ამოთხარეს და უკვე გადაიტანეს სატვირთო მანქანაზე, რომელიც ამ დროისთვის ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული. 
 
კომპანიაში, რომელიც ხის გადატანას ახდენს, აცხადებენ , რომ საქართველოს რკინიგზაში წერილი უკვე გაგზავნილია და ნებართვაც მიღებული აქვთ, რომ 13 იანვრის დღის 12 საათიდან 15 საათამდე  სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნა მოხდეს.
 
მაგნოლია რიგით მეორე გიგანტური ხეა, რომელიც ციხისძირიდან ამოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ, შარშან თებერვალში ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით სამშენებლო კომპანია ,,ზიმომ'' ციხისძირიდან ურეკში ტიტის ჯიშის ხე გადარგო.
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...