მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გიგის გამოსვლამ ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა."- მიხეილ სააკაშვილი ყოფილი თანაპარტიელების განცხადებას...

“გიგის გამოსვლამ ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა.”- მიხეილ სააკაშვილი ყოფილი თანაპარტიელების განცხადებას გამოეხმაურა

Published on

მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს ამომრჩევლის ძალაზე და ამბობს, რომ სწორედ ხალხის დამსახურებით მოხდა ივანიშვილისეული გეგმის ჩაშლა, რომელსაც სააკაშვილი მისი პარტიიდან დისტანცირებას უწოდებს."ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება. “განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა. დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა. მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი."- წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...