მთავარისიახლეებიპოლიტიკატრამვაი ,,სურვილი'' და ,,გზა არსაით'' – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა 13...

ტრამვაი ,,სურვილი” და ,,გზა არსაით” – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა 13 იანვარს ჩაინიშნა

Published on

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, რომელიც  რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ   გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო, 13 იანვარს გაიმართება.
 სხდომის დღის წესრიგი ჯერ დაზუსტებული არაა, მაგრამ, არსებული ინფორმაციით,  ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ისევ აპირებენ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხის დაყენებას, ამასთან გეგმავენ   ფრაქციისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხის დაყენებასაც.  
მაგრამ საკითხის დაყენება ერთია და შედეგები – მეორე.
,,ნაციონალურ მოძრაობაში'' განვითარებული პროცესები, განსაკუთრები ბოლო კვირის მანძილზე გამოკვეთილი ტენდენციები, მათ  შორის, სალომე სამადაშვილის, ნიკა მელიას მიერ დაფიქსირებული პოზიცია მოწმობს, რომ, მიხეილ სააკაშვილის მახვილგონივრული შედარებისა არ იყოს, მათთვის ნაციონალური მოძრაობა   ტრამვაი არ არის, რომ პარლამენტამდე მიგიყვანოს  და ჩამოხტე ან კიდევ ვატმანი ჩააბრძანო და რელსებიდან გადაცდენილმა მშვიდად განაგრძო გზა დაღმართისაკენ.  
როგორც ჩანს ,,პოკლონისტებს'', რომელთაც მათდამი დაუმორჩილებელი თანაპარტიელები და ამომრჩეველი ,,უკლონისტებად'' მონათლეს,მალე თითებზე მოუწევთ ერთმანეთის გადათვლა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...