მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილის არჩევანი

სალომე სამადაშვილის არჩევანი

Published on

 საპარლამენტო ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
"ვთვლი, რომ რადგან ჩემი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიღებული მაქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, დღეს სწორი იქნება ჩემი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. 
ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, რადგან ამ შიდა პარტიულ დაპირსპირებაში ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის მეგობრობა, ადამიანები, ვისთან ერთადაც განვლილი მაქვს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ურთულესი ბრძოლები თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს შექმნის გზაზე.
 
ვაკეთებ იმ არჩევანს, რომელიც ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს არჩეულმა პოლიტიკოსმა, პატივს ვცემ ჩვენი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ხმა მომცა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენელს. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც სხვა არჩევანს აკეთებს დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ ერთად მოგვიწევს ბრძოლა ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისათვის,"- წერს სალომე სამადაშვილი.
 
მას მიაჩნია, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომელიც სამწუხაროდ განუხორციელებელი აღმოჩნდა. ამასთან აღნიშნავს, რომ მისთვის ,,კატეგორიულად მიუღებელია  ყოველგვარი საუბარი შეთქმულების თეორიებზე, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის"
 
 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...