მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის 310 დელეგატი აირჩიეს.

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის 310 დელეგატი აირჩიეს.

Published on

„კონფერენციის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია მან, რომ დელეგატების დამტკიცების სიას მაჟორიტარმა კანდიდატებმა და პარტიის რაიონული ორგანკიზაციის თავმჯდომარემ უნდა მოაწეროს ხელი, ვინაიდან ლაშა დამენიამ არ მოაწერა ამ სიას ხელი, ამიტომაც პარტიულმა აქტივმა გადაწყვიტა კონფერენციის ჩატარება და ამ წესით დელეგატების არჩევა“- განაცხადა ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ, მას შემდეგ რაც ზუგდიდში პარტიის ყრილობისთვის დელეგატები შეირჩა. დღევანდელ კონფერენციას ზუგდიდში პოლიტსაბჭოს წევრები ესწრებოდნენ, ამ შეკრებას წითლიძის ინფორმაციით, პარტიულმა აქტივმა  უნდობლობა გამოუცხადა  პარტიის რეგიონულ კოორდინატორს  თენგიზ გუნავას და თავმჯდომარე ლაშა დამენიას,  რის გამოც ისინი კონფერენციას არ ესწრებოდნენ. "სანამ თქვენი ნებით წახვიდოდით ბატონებო (დამენია-გუნავა) ჩვენგან უკვე წასულიხართ. უთქვენოდ დამტკიცდა დელეგატების სია. თქვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინანდელ შეკრებაზე გამოგიცხადათ უნდობლობა ამ აქტივმა ზუგდიდში."- აცხადებს ანა წითლიძე

 

 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...