მთავარისიახლეებისაზოგადოებაცუდი ამბები აფხაზეთიდან - ვინ მოკლეს და რატომ გადაწვეს რამდენიმე სახლ-კარი ...

ცუდი ამბები აფხაზეთიდან – ვინ მოკლეს და რატომ გადაწვეს რამდენიმე სახლ-კარი ღვადაში?

Published on

ახალი წელი ცუდად დაიწყო აფხაზეთში. ზედიზედ მოხდა რამდენიმე მკვლელობა, სახლების გადაწვა და მძიმე ავტო-საგზაო შემთხვევა, რომელსაც  დიდი მსხვერპლი მოყვა  
 
აფხაზეთის ე.წ.  შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ღვადაში 4 იანვარს დააახლოებით 00:30 წუთზე ავტომატებით შეუარაღებულმა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ადგილობრივი მცხოვრების, 1957 წელის დაბადებული ქალის სახლ-კარს და საშველად  მისულ სოფლელებს  დიდხანს არ აძლევდნენ ხანძრის ჩაქრობის საშუალებას. იმავე დღეს დაუდგენელმა პირებმა გადაწვეს ღვადის კიდევ ორი მცხოვრების სახლ-კარი.
 
ოჩამჩირის შს რაიონული განყოფილების საგამოძიებო ჯგუფმა სამიცე ფაქტზე  საქმე აღძრა აფხაზეთის სს კოდექსის 164 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს საკუთრების წინასწარგანზრახულ ხელყოფას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდების გზით, ხულიგნური მოსაზრებით 
 
6 იანვარს დაახლოებით 19 საათზე სოხუმში გმირი მესაზღვრეების ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული სისასტიკით, იქნა მოკლული ღვადის მცხოვრები ახალგაზრდა, რომელიც ჯერ ავტომატით დაცხრილეს, ხოლო შემდეგ ცოცხლად დაწვეს. 
 
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  ამ ფაქტზე დაწყებული  ოპერატიულ- საგამოძიებო ღონისძიებებისპროცესში სამუშაოების პროცესში  ცხელ კვალზე იმავე დღეს, რამის 12 :00საატზე სამართალდამცავებმა გუდაუთის სიახლოვეს,  ავტოისპექციის პოსტზე გააჩერეს ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქან, რომელშიც მძღოლთან, მანქანის მფლობელთან ერთად სამი მგზავრი იჯდა. ამ უკანასკნელთ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს მილიციის თანამშრომლებს, თუმცა სამივე დაკავებულ იქნა და გადაყვანილია შშ სმინისტროს იზოლატორში. 
 
დაკავებულებს თან ჰქონდათ,,კალაშნიკოვის’’ მარკის ავტომატური არაღი, 2 ,,მაკაროვისა’’ და ტტ სისტემის პისტოლეტი, ხოლო სალონში  აღმოაჩნდათ დიდძალი ტყვია- წამალი და ასაფეთქებელი და ცეცხლწასაკიდებელი საშუალება.
წინასწარი გამოძიების მონაცემებით არსებობს ყველა საფუძველი იმისათვის, რომ იმ ღამეს მოკლული ახალგაზრდა სწორედ ამ იარაღებიდან იქნა მოკლული 
 
არავითარი სხვა ინფორმაცია ცეცხლის წაკიდებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილების ვინაობისა და მოტივაციის შესახებ ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ არის საუბარი იმაზე, რომ არსებობს კავშირი ღვადაში გაჩაღებული ხანძარსა და  ღვადის მცხოვრების, 1990 წლის 1 იანვარს დაბადებული  ბესლან კვიწინიას მკვლელობას შორის. მისი დასახიჩრებული ცხედარი სოფელში გაჩენილი ხანძრის მეორე დღეს, 1 იანვარს, საღამოს 21:00 წუთზე იპოვეს ღვადის მიმდებარე ტყის მასივში სახელდახელოდ გათხრილ სამარხში. ცხედარს აღენიშნება ცეცხცლსასროლი იარაღიდან მიყენებული  მრავალი ჭრილობა თავის, გულ-მკერდისა და მუცლის არეში.
 
აფხაზურ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილია ვინმე როლანდ ჟიბა ( ამავე სოფლის მცხოვრები, დაბადებული 1983 წელს). მიმდინარეობს მუშაობა მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავებისათვის.
 

 

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...