მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: ნაციონალური მოძრაობის შექმნაში ვმონაწილეობდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად

რომან გოცირიძე: ნაციონალური მოძრაობის შექმნაში ვმონაწილეობდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად

Published on

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მესამე ნომერი, რომან გოცირიძე თავის ფეისბუქგვერდზე პარტიაში მიმდინარე პროცესებტან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს:
„მივიღე გადაწყვეტილება დავბრუნდე იქ, სადაც ვაკეთებდი რეფორმებს და დავბრუნდე იმასთან, ვისთანა ერთადაც ვაკეთებდი ამას,“ – აცხადებს რომან გოცირიძე. – ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გამიკეთებია არცერთი განცხადება მანამ, სანამ არსებობდა ერთიანობის შენარჩუნების რაიმე შანსი. დღეს ეს შანსი ნულის ტოლია. 
ნაციონალური მოძრაობის შექმნაში ვმონაწილეობდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი დაფუძნების იდეის გაჩენის პირველივე დღიდან.
ნაციონალურ მოძრაობაში არ დავბრუნებულვარ იმისათვის, რომ სადმე წავიდე!
ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ ყველა ფორმით: პარლამენტში, ქუჩაში, მედიაში, საარჩევნო ყუთებთან, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს აღმშენებლობის გზას და გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიყვანა. 
 
”აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს”!

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...