მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიას განცხადებით, ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებს და ფრაქციას, ისევე...

ნიკა მელიას განცხადებით, ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებს და ფრაქციას, ისევე როგორც პარტიას, სერგო რატიანი და მისი თანამოაზრეები დატოვებენ.

Published on

 ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დღეისათვის ჩანიშნული სხდომის გადადებას დაპირისპირება მოჰყვა.
ნიკა მელიას კაკო ბობოხიძე და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენენ.
ნიკა მელიამ, რომელიც სხდომაზე დასასწრებად მივიდა, განაცხადა, რომ ფრაქციის სხდომის და სასამართლო სხდომის როგორც ჩანიშვნა, ისე  გადადებაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.
ამასთან  სერგო რატიანსა და აკაკი ბობოხიძეს განუცხადა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილთან არიან გარიგებული და ბავშვებივით უჯერებენ გიგა ბოკერიას.
თავის მხრივ, აკაკი ბობოხიძემ მელიას განუცხადა, რომ  იგი ,, მისი წვალებით შექმნილ პარტიას შლის''.
 მელიას განცხადებით, ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებს და ფრაქციას ისევე როგორც პარტიას, სერგო რატიანი და მისი თანამოაზრეები დატოვებენ. 
ენმ-ის წევრების განცხადებით, ფრაქციის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება , თუმცა არცერთი მხარე არ აკონკრეტებს როდის და როგორ მოხდება ეს. 
 
შეგახსენებთ, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომა, რომელზედაც ნიკა მელიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ, გიგი უგულავას თხოვნით  გადაიდო. 
“მე ვთხოვე ფრაქციის წევრებს კონსულტაციებისთვის სამი დღე და გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს”,- განაცხადა გიგი უგულავამ, ის ამბობს, რომ  ქონდა ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები და მათი მხრიდან ლეგიტიმური და დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, ფრაქციის თავმჯდომარის საკითხის განხილვა დღეს ნაადრევად მიაჩნია.

 
.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...