ექსპერტები ლარის გაუფასურებას კვლავ პროგნოზირებენ. მათი შეფასებით, ხელისუფლებას არ აქვს რეალური გეგმა, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ 2017 წელს არ იქნება ეკონომიკური ზრდა, რაც უარყოფითად აისახება ლარის სტაბილურობაზე."ეკონომიკური ზრდა წელს ჩვენ არ გვექნება ისეთი, რამაც შეიძლება ლარის სტაბილურობა განაპირობოს. ერთადერთი, რაც ლარის კურსზე დადებითად იმოქმედოს, მაგრამ ძალიან მოკლევადიან პერიოდში, არის ის, რომ თუ სესხებს გადაიყვანეს დოლარიდან ლარში, მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, ძირითადი ფაქტორები ამუშავდება. რაც არის ის, რომ ქვეყანაში იმპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ექსპორტი. ინვესტიციები არ შემოდის იმისთვის, რომ განაპირობოს ლარის სტაბილურობა და ყველაფერი ეს ჯამში განაპირობებს სწრაფ მერყეობებს, მეორეს მხრივ კი, მის გაუფასურებას,“ – განაცხადა გიორგი პაპავამ.ექსპერტთა ნაწილი პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების მატებასაც ელის.„ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიამიტები და არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ახალი წელი, წვიმა, ქარი, არის ლარის კურსის განმაპირობებელი გარემოება. სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები. ისინი ხედავენ მცდარად და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც მცდარია,“-აცხადებს პაატა შეშელიძე.
ექსპერტები ლარის გაუფასურებას კვლავ პროგნოზირებენ
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...