მთავარისიახლეებიპოლიტიკაბობოხიძე ცარცის წრეზე ალაპარაკდა, მაგრამ არის კი აზდაკი, ვინც ეს წრე...

ბობოხიძე ცარცის წრეზე ალაპარაკდა, მაგრამ არის კი აზდაკი, ვინც ეს წრე შემოხაზა?

Published on

“ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური, ვერ იქნება ლეგიტიმური ისევ მათივე მიღებული წესების დარღვევის გამო. ბუნებრივია, ვერ მივალ და არ მივალ ყრილობაზე, რომელსაც ჩემი პარტიის ყრილობად არ ვთვლი. რა მინდა იმ ყრილობაზე, რომელიც ჩემი პარტიის ყრილობა არ არის?! ანალოგიურად, მეორე 7-ათასი კაცი რომ შევიკრიბოთ სხვაგან, ასეთ შემთხვევაში რომელია უფლებამოსილი ყრილობა? ან რატომ ჰქონია ვინმეს, რომ რაოდენობაშია საქმე და არა წარმომადგენლობითობაში?“ – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ბობოხიძემ. 
 
მისივე ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემთხვევაში, რისკენაც მიდის პროცესი, ყოფილ თანაპარტიელებთან სამართლებრივი დავა, სავარაუდოდ, არ გაიმართება. 
 
“ის თუ ვის დარჩება პარტიის სახელი, გავაგძელებთ თუ არა ამისთვის იურიდიულ დავას, რომელიც ხანგრძლივი პროცესია, მე არანაირი სურვილი არა მაქვს, ჩემს ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამებრძოლებთან იურიდიულ დავაში შევიდე და ამაში დავკარგო დრო, მაშინ როდესაც ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის არა ჩვენს შორის იურიდიული დავა, არამედ ბიძინა ივანიშვილი. იმ ორი ქალის არ იყოს, შვილს რომ იყოფენ – ერთ-ერთმა უნდა გაუშვას ხელი იმისთვის, რომ ბავშვი არ დაზარალდეს. იმისთვის, რომ საქმე არ დაზარალდეს, ჩვენ შეიძლება ხელი გავუშვათ ბავშვს და დავუტოვოთ მათ, ვინც დღეს ძალადობს ბავშვზე ანუ “ნაციონალურ მოძრაობაზე“, – აღნიშნა ბობოხიძემ. 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...