თავდასხმა რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე

0
448
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც  ცემას ან სხვაგვარ  ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს და  სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
 
 დადგენილია თავდამსხმელის ვინაობა – იგი ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი რატი გაჩეჩილაძე აღმოჩნდა და ცხელ კვალზე იქნა დაკავებული.  მისთვის  აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
 
აღსანიშნავია, რომ რატი გაჩეჩილაძემ თავადასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ  თავად გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში და აღიარა, რომ გვარამიას თავს დაესხა. "ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში", –
 
მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოტივაციაზე საუბრობს დაკავებულის ადვოკატი ლილი გელაშვილიც: „არ ვიცი პირადად იცნობდა თუ არა, მაგრამ გამოსვლისას, როდესაც ტოვებდა ის რესტორანს, მას მოესმა სახელი გრეჩიხა და მამამისს რომ ახსენებდნენ და ამის საფუძველზე მივიდა იქ, დაარტყა“-განაცხადა ადვოკატმა.
 
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა  რესტორან ,,დაინინგ რუმსში''  მოხდა, სადაც მამის დაკრძალვის შემდეგ მივიდა მეგობრებთან ერთად. თავდასხმის  შემდეგ იგი ქალატვინის დახურული ტრავმით, ტვინის შერყევითა  და სხეულის რბილი ქსოვილის დაზიანებით რესპუბლიკური კლინიკის გადაუდებელისამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 
 

"დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს., არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე.. პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება.“'' – წერს  ნიკა გვარამია ფეისბუქგვერდზე.
 

წინა სტატიასტამბოლში ქარბუქი მძვინვარებს – ავიამიმოსვლა შეჩერებულია
შემდეგი სტატიაე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდი ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური