მთავარისიახლეებიპოლიტიკაე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდი ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას...

ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდი ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავს

Published on

ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქცია ნაციონალური  მოძრაობის  თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, ამ მიზნით აღნიშნული ჯგუფი წერილობით 5 პირის ხელმოწერით მელიას ხვალ, დილის 10:00 საათზე, პარლამენტის შენობაში იბარებს.
 
"საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული მცირე ჯგუფის მავნებლობა" – ასე აფასებს ამ ფაქტს ზაზა ბიბილაშვილი.
 
„2 დღის წინ ამ ჯგუფმა საზოგადოებისა და ამომრჩევლის ზურგს უკან, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების ცინიკური უგულებელყოფით შეცვალა დამტკიცებული საპარლამენტო სია და იქიდან ამოიღო ის ადამიანები, რომლებიც იდგნენ სხვა აზრზე. Time out-ის ფონზე მიმდინარეობს ეს ქმედებები, ჩვენი თანამებრძოლების გარიცხვა პარტიის სიიდან. ასევე ნიკა მელიას დაბარება წერილობით ფრაქციის სხდომაზე რაღაც ამხანაგური სასამართლოს მოსაწყობად. რაც შეეხება კომპრომისის შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ კონფლიქტის საჯარო გამოსვლიდან ყველა ეტაპზე, პარტიის უმრავლესობის წარმომადგენელი ჯგუფი ცდილობდა კომპრომისის მიღწევას და ეს კომპრომისი იქნა უგულებელყოფილი. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, თუმცა არა ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერებისა და ჩვენი პრინციპების ხარჯზე,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...