მთავარისიახლეებიპოლიტიკა„სამარცხვინოები, მოღალატეები, მიშას სახელს ამოფარებულები“- ასე მოიხსენიებენ სოციალურ ქსელში ლაშა დამენიას და...

„სამარცხვინოები, მოღალატეები, მიშას სახელს ამოფარებულები“- ასე მოიხსენიებენ სოციალურ ქსელში ლაშა დამენიას და პარტიის იმ წევრებს, ვინც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდა.

Published on

ფრაქცია “ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით ფრაქციის რამდენიმე წევრი განცხადებას ავრცელებს.ფრაქცია ხვალინდელ სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობის პოსტიდან გადაყენების საკითხს დააყენებს.ნიკა მელიას გადაყენებას მისი თანამოაზრეები ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის მხრიდან სადამსჯელო ქმედებად განიხილავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიას მისი პოზიციის გამო სჯიან, რაც 20 იანვარს პარტია ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანი ყრილობის ჩატარებას გულისხმობს.6 იანვრით დათარიღებულ განცხადებას ხელს ფრაქციის 5 წევრი აწერს“ სერგო რატიანი, გიორგი ღვინიაშვილი, გიორგი ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, მათ შორისაა ზუგდიდის ენმ-ის შტაბის ხელმძღვანელის და ამჯერად პარლამენტარის ლაშა დამენიას ხელმოწერაც, რასაც რაიონული ოფისისა და მხარდამჭერების გაღიზიანება მოყვა. დამენიას პოზიციას ღალატად აფასებენ პარტიის წევრები, რომლებიც ამ ფაქტს საჯაროდ, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. დანემიას მისამართის გამოთქმულ კრიტიკაში მას მიხეილ სააკაშვილის მოღალატედ მოიხსენიებენ და მას იმ კატეგორიის წარმომადგენლად თვლიან, რომლებმაც მიშას სახელით, მიშას პარტიით და მიშას ქვეყანაში არ ყოფნით ისარგებლეს,შემდეგ კი მიშას ჩამოცილება მოინდომეს. “არჩევნები მაგით ხელშეწყობითაა წაგებული. რამდენ გარეწარს უძლებდა მიშა!” “იყიდება საქართველო, აი ეს იცის ბევრმა ფ ულმა.გაირყვნა ხალხი ბინდი გადაეფარათ თვალზე და ტვინზე,სავარძლისთვის და ფულისთვის სულს ყიდიან,არც ფიქრობენ თავის მომავალს რა სახელს უტოვებენ…ამოსაძირკვები არიან” – წერს ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებელი დამენიას შეფასებისას. „გაოგნებული ვარ! ლაშა დამენიამ ხელი მოაწერა ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას და ერთ ერთი ყველაზე აქტიურია მიშას წინააღმდეგ ბრძოლაში! დამენია ხელს აწერს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას იმის გამო ნიკა ხალხის, სიმართლის და სააკაშვილის გვერდით დადგა! რატომ მიწა არ ეწვის ფეხქვეშ?ზუგდიდში შენ პარტიაში ვერ ჩამოხვალ დამენია ამას მე გპირდები საჯაროდ, შენი მოღალატეობრივი პოზიციის გამო!! შენ ხარ მედროვე! უპრინციპო და სკამის ადამიანი. კაცობაც კი აღარ შეგარჩინა პარლამენტის სკამის სურვილმა ხომ ხედავ!თქვენ დაარქვით სახელი რა ქვია დამენიას ამ პოზიციას!“- წერს საკრებულოს წევრი ანა წითლიძე. „იმედია 20 იანვრის შემდეგ ასეთი ნაძირლები აღარ იქნებიან ენმ-ში და კლანურ-მეგობრული მმართველობა აღარასოდეს დაბრუნდება!…“- აცხადებს ერთ-ერთი მხარდამჭერი ირმა შარაძე. „ასეთები პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ.“, „სამარცხვინოები, მოღალატეები, მიშას სახელს ამოფარებულები“- ასეთი ეპითეტებით მოიხსენიებენ სოციალურ ქსელში დამენიას და პარტიის იმ წევრებს, ვინც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...