მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამიასთან ერთად ნაცემია დათო დოიაშვილიც

ნიკა გვარამიასთან ერთად ნაცემია დათო დოიაშვილიც

Published on

რუსთავი 2 – ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე თავდასხმის დროს  რესტორანში მასთან  ერთად ქართული ხეოლოვნების ცნობილი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ – ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ნახუცრიშვილი, ქეთი ენდელაძე, მარინა ბერიძე, დათო დოიაშვილი, მანანა დოიაშვილი .
 
ეს უკანასკნელი ფეისბუქის პირად გვერდზე  მომხდარს ეხმაურება: "ეს ფაშიზმია რაც დღეს მოხდა! დასაფლავების მერე, ჩვენი დიდი თხოვნით ნიკა წამოგყვა ყავის დასალევად, რომ გადათიშული ცოტა აზრზე მოსულიყო. მაგიდას ვუსხედით ყველაზე მშვიდობიანი ხალხი. მოშორებით 4 ბიჭი სვამდა. შემდეგ შუქი ჩაქრა და სწორედ ამ დროს ამათგან ორი ბიჭი, თავზე კაპიშონით ჩუმად, ფეხაკრეფით ზურგიდან მიუახლოვდა ნიკა გვარამიას და გამეტებით დაუწყო თავში მუშტების რტყმა. როცა დოი წამოხტა, მეორე მას გაუსწორდა. მერე გინებით კისრისტეხვით მოკურცხლეს. ერთმა პატარა ფაშისტმა ეს აღიარა, რაც დიდმა მამა ფაშისტმა მოუწონა- ყოჩაღ, ზურგიდან, ჩუმად რომ მიეპარე და ურტყი და გაიქეციო! ეს ყველაფერი შობის დღეს მოხდა! ასე შევხვდი ჩემს დაბადების დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში! ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის!" – წერს მანანა დოიაშვილი. 
 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...