მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ გაირკვევა, რა გადაჯგუფება მოხდება საპარლამენტო ფრაქციაში ,, ნაციონალური მოძრაობა''

ხვალ გაირკვევა, რა გადაჯგუფება მოხდება საპარლამენტო ფრაქციაში ,, ნაციონალური მოძრაობა”

Published on

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ  ხვალ, ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი განიხილება.  ამ საკითხზე ჩატარდება კენჭისყრა და თუ ფრაქციის წევრები ნიკა მელიას გადაირჩევენ,  ფრაქციის ახალი თავმჯდომარე ხვალვე აირჩევა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად ცალკე საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება. ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის შემდეგ იგეგმება. ფრაქციას კვლავ ნიკა მელია უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში შევლენ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები: თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, შესაძლოა სამომავლოდ ამავე ფრაქციაში გაერთიანდნენ ამჟამად ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის” წევრები: – სალომე სამადაშვილი, რომან გიცირიძე და გიორგი ტუღუში. გამოითქმის ვარაუდიც, რომ, შესაძლოა ტუღუში არც ერთ ფრაქციში არ შევიდეს და პარლამენტში ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩეს. 
 
ასეთი  გადაჯგუფების შემთხვევაში, საპარლამენტო  უმცირესობის სტატუსს ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს, ნიკა მელია და მისი თანაფრაქციელები კი, პარლამენტში ე.წ. დამოუკიდებელი ფრაქციის წევრების სტატუსით იქნებიან. 
 
 
 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...