მთავარისიახლეებისაზოგადოებაადამიანი, რომელიც მასზე თავდასხმის დღეს გააცილა ამქვეყნიდან ნიკა გვარამიამ, იყო მრავალი...

ადამიანი, რომელიც მასზე თავდასხმის დღეს გააცილა ამქვეყნიდან ნიკა გვარამიამ, იყო მრავალი ღირსებით შემკული კაცი…

Published on

ნიკა გვარამიაზე თავდასხმა ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა და ფართოდ განიხილება სოციალურ ქსელში.
 
საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანების დიდი ნაწილი გმობს ამ ფაქტს , თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც არ ესმის ან არ უნდა აღიაროს,  რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა და მოტივი, რომელიც თავდამსხმელს ამოძრავებდა, არის არა  მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებაზე,  არამედ ქართული თავისუფალი მედიის ფლაგმანზე  მიტანილი იერიშის კიდევ ერთი ბარბაროსული ფორმა და მსგავსი ფაქტები ცუდად შემოუბრუნდება ქვეყანას, ხალხს, მათივე ჩათვლით, ვინც დღეს გულზე ნიშნისმოგებით იბაგუნებს ხელს.
 
ნიკა გვარამიაზე თავდასხმამ აფხაზეთიდან დევნილებს სხვაზე ერთით მეტი ტკივილი აღუძრა სხვა მიზეზითაც – ადამიანი, რომელიც იმ დღეს გააცილა ამქვეყნიდან ნიკა გვარამიამ, იყო მრავალი ღირსებით შემკული კაცი, რომლის მხრებზე გადაიარა ჯერ 70 – 80 – იანი წლების ქართული დისიდენტური მოძრაობის, ხოლო შემდეგ ეროვნული დამოუკიდებლობის აღმასვლისა და  ეროვნული ხელისუფლების დამამხობელთა მიმართ დაუმორჩილებლობის მოძრაობის პერიპეტიებმა ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ ზუგდიდში. 
 
ანზორ გვარამიამ, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა და პირადმა მეგობარმა, რომელიც თავისი ნატურიდან გამომდინარე, უანგაროდ იყო ჩართული ამ ბრძოლებში  ( მან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სილაღითა და შინაგანი თავისუფლებით  განაცხადა უარი ზვიად გამსახურდიას წინადადებაზე საქართველოს პარლამენტში ეყარა კენჭი იმ მოტივით, რომ სხვებისთვის დაეთმო გარანტირებული ადგილი საკანონმდებლო ორგანოშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც)  ჩუმად შეუდგა მხარი  ე.წ. ბექმენეჯერის  ტვირთს სახიფათო და უთანასწორო ბრძოლაში პუტჩის  მომწყობ ხილულ და უხილავ ძალებთან.  
 
მას  გვერდზე ჰქონდა გადადებული ის, რაც თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მიაჩნდა ( 28 წლის ასაკში ჰქონდა გამოცემული მოთხრობების პირველი კრებული ,,პირველი თოვლი’’, რაც საბჭოთა ნომენკლატურული მწერლობის ბატონობის პირობებში ამ ასაკში მხოლოდ გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდებს შეიძლებოდა ხვდომოდათ წილად იშვიათი გამონაკლისის სახით).
 
იგი იყო აფხაზეთში ფართოდ ცნობილი ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი,  ამასთან ერთ-ერთი გამომცემელი პუტჩისტების ძალმოსილების  პირობებში, 92 – 93 წლებში ნახევრად არალეგალურ პირობებში  გამომავალი  წინააღმდეგობის მოძრაობის გაზეთისა ,,აღდგომა“, რომელიც ჯერ სოხუმში, ხოლო აფხაზეთზე პრეზიდენტისადმი მიცემული ერთგულების ფიცის გამტეხი ეროვნული გვარდიის პირველი გამოლაშქრებისა და რედაქციის დარბევის შემდეგ ზუგდიდში გამოდიოდა და ქართველ ხალხს შეუნარჩუნა გროზნოში მყოფი დევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართვების ხელმისაწვდომობა.
 
სურათზე: ანზორ გვარამია (მარჯვნიდან მეორე) სოხუმელ და ზუგდიდელ მეგობრებთან ერთად ( შუქრი დგებუაძის ფოტო არქივიდან)
 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...