მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ვერ მოხერხდა ჩემი პარტიიდან დისტანცირება, ხოლო პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა ჩავარდა"- მიხეილ...

„ვერ მოხერხდა ჩემი პარტიიდან დისტანცირება, ხოლო პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა ჩავარდა”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის მიერ ცესკოში შეტანილ მოთხოვნას, რათა საპარლამენტო სიიდან პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამოიღონ, სოციალური ქსელით გამოეხმაურა. „დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობამდე ჯერ კიდევ მოქმედმა აღმასრულებელმა მდივანმა შეიტანა ცესკოში მოთხოვნა ამოიღონ ჩემი თანამებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი საპარლამენტო სიიდან. ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის და ძალიან ჰგავს ივანიშვილის სცენარის განხორციელებას. ივანიშვილის მთავარი მიზანია ჩემი ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან. სამწუხაროა, რომ ეს კეთდება ჩვენი ყოფილი თანამოაზრეების მცირე ჯგუფის ხელით, დაჩქარებულად 20 იანვრის ყრილობის წინ, რომელიც დაადასტურებს პარტიის ერთიანობას და იმას, რომ ამ ერთ მუჭა ადამიანებს არ აქვთ მხარდაჭერა. მე არც მიზნების დამთხვევა მგონია შემთხვევითი და არც ამორალური და ძალიან უსამართლო განაცხადის შეტანის დღის შერჩევა. მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა ჩემი პარტიიდან დისტანცირება, ხოლო პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა ჩავარდა, საქმე გვაქვს პარტიისთვის ზიანის მიყენების აშკარა მცდელობასთან. ნაციონალური მოძრაობა გამოვა ამ ყველაფრიდან გაძლიერებული და ერთიანი, როგორც არასდროს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...