სოფელ შორაპანთან მიწა ჩამოიშალა – თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი ჩაკეტილია

0
419
ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანთან რამდენიმე საათია გადაკეტილია გზა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია. მიზეზი ამ მონაკვეთზე მიწის ჩამოშლა გახდა.შემთხვევა წუხელ ღამით 11 საათისთვის მოხდა. ფაქტი საპატრულო ეკიპაჟმა შენიშნა და გზა დროულად გადაიკეტა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.მოძრაობა ამ დროისთვის შემოვლითი გზებით – ხარაგაულის ან საჩხერის მიმართულებით ხორციელდება.გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. როდის მოხდება მოძრაობის აღდგენა ამ დროისთვის უცნობია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის გზების ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის გიორგი დოღონაძის ინფორმაციით, დიდი მოცულობის ქვების ჩამოშლა ამ დროისთვისაც პერიოდულად ხდება, რაც სპეციალური ტექნიკის მუშაობას ხელს უშლის. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის იწყება ჩამოშლილი ქვების დაშლა. ასევე ელოდებიან გეოლოგების დასკვნას, რომლებმაც შემთხვევის ადგილი უკვე შეისწავლეს.  
წინა სტატია„ვერ მოხერხდა ჩემი პარტიიდან დისტანცირება, ხოლო პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა ჩავარდა”- მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შობას დუშეთში შეხვდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური