მთავარისიახლეებიპოლიტიკაპატიმრობიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს

პატიმრობიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს

Published on

პატიმრობიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა, ამით მთავრობა შეძლებს მთლიანად გადაშალოს ახალი ფურცელი და ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამ ქვეყნისთვის ზრუნვა გააგრძელონ. ”მინდა ყველას მივესალმო. პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებ უკლებლივ ყველა ჩვენს პოლიტიკურ პატიმარს, ვინც რჩება ამ ციხეში, რომლებიც სხვა საპატიმროებში არიან. ჩვენ არ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი პარტიის და სხვისი პარტიის, ჩვენი ფლანგის და სხვისი ფლანგის პოლიტპატიმარი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ერთობლივი ამოცანაა ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაო არის ძალიან ბევრი. მინდა ყველამ გააცნობიეროს, სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოილიტპატიმრები, პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი იქნება უმრავლესობა და მთავრობა. თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, მათ შორის ეკონომიკური და სხვა პრობლემები, რაც მოსახლეობას აწევს, ამისთვის აუცილებელი პირველი ნანიჯია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ყველაზე ადვილად შეუძლია მთავრობას და ხელისუფლებას თუ ის გადადგამს ვაჟკაცურ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას. ამით ის შეძლებს მთლიანად გადაშალოს ფურცელი და გავაგრძელოთ ამ ქვეყნისთვის ზრუნვა”, – განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით, თუ მთავრობა ამას ვერ ახერხებს, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა. ”პრეზიდენტის საკონსტიტუციო მოვალეობა არის, რომ მან გააკეთოს ის და შეავსოს ის ნაკლოვანებები, რასაც ტოვებს მთავრობა, სასამართლო და ხელისუფლების სხვა ნებისმიერი შტო. საქართველოში დადგა დრო, როდესაც სამართალზე მეტად მნიშვნელოვანია მოწყალება და ეს არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. ჩვენ ვერ შევთანხმდებით, ესა თუ ის ადამიანი დამნაშავეა თუ არა, ამაზე კამათი შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო ათწლეულები. ფაქტია, რომ პოლიტიკური მდგენელი არის ყველა ამ საქმეში ცალსახა და ეს აღარ უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა უგულავამ. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...