თბილისის ყოფილ მთავარ არქიტექტორს შესაძლოა პროკურატურაში მოუწიოს სიარული

0
417
  თბილისის ყოფილ მთავარ არქიტექტორს შესაძლოა პროკურატურაში მოუწიოს სიარული. 18 ნოემბერს მომზადებული სკანდალური დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა, ყოფილი ჩინოვნიკის პასუხისმგებლობის მიზეზი გახდეს, დღეს გასაჯაროვდა.მერიის შიდა აუდიტმა შესწავლის შედეგად დასკვნა, რომ დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა ცინცაძის 85-ში დაგეგმილ მშენებლობაზე ნებართვა უკანონოდ გასცა.დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა სამშენებლო კოეფიციენტები დაარღვია. მრავალსართულიანი კორპუსი მხოლოდ 6 სართულიანად, დანარჩენი სართულები სარდაფებად დაარეგისტრირა. შედეგად თბილისის ბიუჯეტს ნახევარმილიონიანი ზარალი მიადგა. გადაწყვეტილება დედაქალაქის მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა დიმიტრი მოსულიშვილმა მიიღო.მერიის აუდიტის სამსახურში ადასტურებენ, რომ მშენებლობის ნებართვა კანონით დადგენილი ნორმების დარღვევით გაიცა. სავარაუდო დანაშაულის დადგენის მიუხედავად, არაოფიციალური ინფორმაციით, აუდიტის სამსახური დოკუმენტის გასაჯაროებას არ გეგმავდა, ვიდრე დასკვნა საკრებულოს დეპუტატმა არ გამოითხოვა.სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ საუბარი არ სურს ბრალდებების მთავარ ადრესატს. დედაქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი აცხადებს, რომ მას არ ახსოვს რა გადაწყვეტილება მიიღო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს მომავალში საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნება. საქალაქო სასამართლო კი თებერვალში ცინცაძის 85 ნომრის მაცხოვრებლების ერთობლივ სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ადგილობრივები ამ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებე
 
წინა სტატიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს
შემდეგი სტატიათურქეთის სპეცსამსახურებმა იზმირში კიდევ ერთი ტერაქტის თავიდან აცილება მოახერხეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური