მთავარისიახლეებიპოლიტიკასამგზავრო გადაყვანის მარშუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასების დამტკიცების საკითხს საკრებულოში ხმაური მოყვა

სამგზავრო გადაყვანის მარშუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასების დამტკიცების საკითხს საკრებულოში ხმაური მოყვა

Published on

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის პირველ სხდომაზე გატანილ საკითხთა შორის რამდენიმემ ხმაური გამოიწვია. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასების დამტკიცების საკითხს არ დაეთანხმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქციის წევრების თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს- არ არის გათვალისწინებული მძღოლების ინტერესები და ასევე პრობლემას ქმნის ის, რომ საკითხზე მომუშავე კომისიას ქალაქის ვიცე-მერი გია გულორდავა უხელმძღვანელებს- განაცხადეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატებმა.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა არ ეთანხმება ოპოზიციური პარტიის წევრების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს, თუმცა მძღოლებთან კომუნიკაციის მომხრეა.საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებში ცვლილებები, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და მესხიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სპეციალური შეთანხმების გაცემის საკითხები.


სამგზავრო გადაყვანის მარშუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასების დამტკიცების საკითხს საკრებულოში ხმაური მოყვა

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...