მთავარისიახლეებიპოლიტიკასააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მიმართ განაჩენს დღეს გამოაცხადებს

სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მიმართ განაჩენს დღეს გამოაცხადებს

Published on

სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მიმართ განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
 
ლაპარაკია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმეზე. თბილისის ყოფილი მერი ამ საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
 
გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ.
 
გიგი უგულავას ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
 
„ვთვლით, რომ მას არანაირი გაფლანგვა არ ჩაუდენია. შესაბამისად, ვთვლით, რომ მისი ერთი დღის მანძილზეც კი პატიმრობაში ყოფნა, ეს იყო უკანონო და ეს დადასტურდა არა ერთი ეტაპისას. დღეს, ობიექტური მსჯელობა თუ გაიმართება გიგი უგულავა უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს დისკრეციაა,“ – აცხადებს ბექა ბასილაია.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...