მიხეილ სააკაშვილი: მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან

0
392
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  თავის ფეისბუქგვერდზე გიგი უგულავას მიმართ განაჩენის შეცვლასა და საპატიმროდან მისი გათავისუფლებას მიესალმება  და მის დაპატიმრებასა და გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს , რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე. 
 
,,მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან. მიხარია, რომ ის შობის დღესასწაულს აღნიშნავს თავის შვილებთან და მეგობრებთან ერთად. გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. 
ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურიესძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი.
 
 ამავე დროს, მგონი აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად.'' – – წერს პრეზიდენტი სააკაშვილი  
წინა სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საატესტაციო კომისიას ახალი თავმჯდომარე ყავს
შემდეგი სტატიაჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია”ადამიანი გაჭირვებაში” მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროექტებს განახორციელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური