მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავას ციხიდან 9 იანვარს გაათავისუფლებენ

გიგი უგულავას ციხიდან 9 იანვარს გაათავისუფლებენ

Published on

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროს 9 იანვარს დატოვებს –  თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი  ადვოკატების სარჩელი „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე  . 
 
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კი კვლავ გამართლებული დარჩა. 
 
გიგი უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება. 
 
საქმე ”თბილსერვის ჯგუფში” ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ამით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვასა და რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ”თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გაამტყუნა და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 
რაც შეეხება რიყის პარკის ეპიზოდს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. სახელმწიფო ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა.
 
უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კი – მისი ინტერესების დამცველებმა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...