ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია”ადამიანი გაჭირვებაში” მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროექტებს განახორციელებს

0
437
   ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან ერთად მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროექტებს განახორციელებს, – ამის შესახებ უკვე შემუშავებული სტრატეგია სამოქმედო დოკუმენტად ცნო დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.არასამთავრობო ორგანიზაციის საველე კოორდინატორის ანა ქოჩუას განცხადებით, გასულ წელს, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა შეიმუშავეს ზუგდიდის მუნიციპატეტის თემის სოციალური ჩართულობის სტრატეგია, მას თან ერთვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებას.„ესენი არიან დევნილები, შშმ პირები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას. მაგალითისთვის ზუგდიდის მუნიციაპლიტეტში არ არსებობს ხანდაზმული ადამიანების მხარდაჭერის პროექტი, თავშესაფარი, დღის ცენტრი. ჩვენ არ ვიცით წინასწარ, თუ რა პროექტებს შემოიტანენ, მაგრამ სავარაუდოდ, შეიძლება ერთ – ერთი პროექტი იყოს ეს, რომელსაც განვახორციელებთ“, -განაცხადა ანა ქოჩუამ.მისივე თქმით, სტრატეგიას საფუძვლად დაედო ექსპეტული კვლეეა და საჭიროებების ანალიზი, რომელიც ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს დაუკვეთა.
 
წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან
შემდეგი სტატიასამგზავრო გადაყვანის მარშუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასების დამტკიცების საკითხს საკრებულოში ხმაური მოყვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური