სპეციალური სამედიცინო საწოლი ჯიხაშკარელ რომან კვარაცხელიას სანდრა რულოვსმა გადასცა (Video)

0
436
დღეს სანდრა რულოვსი ჯიხაშკარში იმყოფებოდა, სადაც  კვარაცხელიების ოჯახს საახალწლო საჩუქრები მიუტანა, ოჯახის წევრს რომან კვარაცხელიას, რომელიც 8 წელია საწოლსაა მიჯაჭვული გადატანილი ინსულტის გამო, სანდრა რულოვსმა სპეციალური საწოლი გადასცა.სოფლის მცხოვრებლებმა ამ ქველმოქმედებისთის მას მადლობა გადაუხადესსანდრა რულოვსის თქმით, აქცია ერთჯერადი არ იქნება და ის მომავალშიც გაგრძელდება, საშობაო საჩუქრები  საქართველოს  მასშტაბით იმ ადამიანებმა მიიღეს, რომლებმაც მას წერილით მიმართეს და დახმარება თხოვეს."მე ყოველთვის მახსოვდა რომანის სიტყვები, იქნებ ისეთი საწოლი მქონდეს, გარეთ გასვლა შემეძლოსო. ამიტომაც ეს საწოლი მე მას ჰოლანდიიდან ჩამოვუტანე"- განაცხადა სანდრა რულოვსმა." ჩვენთვის სანდრა ახალი წლის მეკვლეა, ძალიან მიხარ8ია, რომ რომანს ამით სიცოცხლის რწმენა დაუბრუნდება"- აღნიშნა რომან კვარაცხელიას მეუღლემ ნათია გერგაიამ და სანდრა რულოვსს მადლობა გადაუხადა.

 

წინა სტატიანიკა მელია: დასანანია, რომ ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე ჯგუფი ცდილობს მოახდინოს ყრილობის საბოტაჟი (Video)
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური