რამდენიმე კვირაში ექიმები ვირუსული ინფექციების კიდევ ერთ პიკს ელოდებიან

0
376
   ოჯახური მედიცინის ცენტრები მუშაობას ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. რამდენიმე კვირაში ექიმები ვირუსული ინფექციების კიდევ ერთ პიკს ელოდებიან. იაშვილის კლინიკაში გრიპის ტიპის ვირუსზე 42 ბავშვი მკურნალობს. ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თუმცა, გრიპის ახალ ტალღას ექიმები თებერვლის შუა რიცხვებიდან ელოდებიან. კლინიკაში ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსის ჩივილებით დაწესებულებას 1500-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა.ე.წ. გრიპის ვირუსის ახალი ტალღის პრევენციისთვის განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე მოხდება სკოლის ექიმების გადამზადება.გრიპის ვირუსის შემთხვევები არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ, მოზარდებშიც გახშირდა. 112- ში სასწრაფო დახმარების მსურველთა ზარების მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტროში ოჯახური მედიცინის ცენტრების 24 საათიანი მომსახურეობა ამოქმედდა.მაღალი ტემპერატურა, სურდო, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ეს ის სიმპტომებია, რომლის შემთხვევაშიც პაციენტის იზოლაციაა საჭირო.დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის პირველი სიმპტომისთანავე აუცილებელია ოჯახის ექიმთან ვიზიტი.
 
 
 
 
 
 
წინა სტატიაგიგი უგულავას დამოკიდებულებაში სასამართლოს მიმართ და პირიქით, რაღაც შეიცვალა
შემდეგი სტატიაპატრიარქი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური