პატრიარქი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

0
370
   იმედი გვაქვს, პატრიარქი 7 იანვარს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საშობაო მსახურებას ჩაატარებს, – ამის შესახებ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა.მისივე თქმით, უწმინდესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყოველდღიურად ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.„გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. მიღებები არ იყო. ეპიზოდურად პატრიარქს მეუფეები, მონაზვნები რამდენიმე მონასტრებიდან სტუმრობდნენ. ყველა ცდილობდა უწმინდეს გაფრთხილებოდა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემები გაუმჯობესდა. დინამიკა დადებითია. უწმინდესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ღვთის შეწევნით, ყოველდღიურად ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის“, – განაცხადა ექიმმა
 
 
წინა სტატიარამდენიმე კვირაში ექიმები ვირუსული ინფექციების კიდევ ერთ პიკს ელოდებიან
შემდეგი სტატიათბილისში 7 იანვარს საშობაო ალილო გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური