მთავარისიახლეებიპოლიტიკასაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის პირველი ტური ჩატარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის პირველი ტური ჩატარდა

Published on

  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის პირველი ტური ჩატარდა. მეორე ტურში კი 5 კანდიდატი გადავიდა. მეორე ტურში გადასული კანდიდატები არიან: ზაალ ანჯაფარიძე, რომელმაც 6 ხმა მიიღო, ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც 6 ხმა მიიღო, ნინო ზაუტაშვილი 5 ხმით, თინათინ ბერძენიშვილი და ნათია კუპრაშვილი 8-8 ხმით. მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება. პირველი გასაუბრება დღეს, 11:00 საათზე ზაალ ანჯაფარიძესთან იქნება, 13:00 საათზე – თინათინ ბერძენიშვილთან, 15:00 საათზე – ნათია კუპრაშვილთან. 5 იანვარს, 13:00 საათზე გასაუბრება ნინო ზაუტაშვილთან და 11:00 საათზე ვასილ მაღლაფერიძესთან გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...