მთავარისიახლეებიპოლიტიკარას აღიარებს გიგი უგულავა?

რას აღიარებს გიგი უგულავა?

Published on

დღეს სააპელაციო სასამართლოში გაიმართა მსჯელობა ე. წ. ,,თბილსერვის ჯგუფის'' ეპიზოდზე, რომელზეც პირველ ინსტანციაში განაჩენი უკვე არსებობს  (შეგახსენებთ, რომ საქმე გიგი უგულავას მიერ თანხების მითვისება-გაფლანგვას ეხება. ბრალდებულის ადვოკატებს სისხლის სამართლის ის ნორმა, რომელიც მითვისება-გაფლანგვას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული).
 
 დღევანდელ სასამართლო პროცესს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დაესწრო. მან საკუთარ სიტყვაში  სასამართლოში მისვლის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ სურს საკუთარი გამოსვლით სიცხადე შეიტანოს საქმეში. 
 
თავის დასკვნით სიტყვაში მან განაცხადა, რომ  არ ქონია განზრახვა, ადამიანთა დასაქმება პარტიული ნიშნით მომხდარიყო და გაცნობიერებული აქვს, რომ  როდესაც ადამიანებს სახელმწიფო უხდის ხელფასს  და პარტიულად ელაპარაკება, ეს ძალიან ცუდია. მისი თქმით ადმინისტრაციული ორგანოს და პარტიის გამიჯვნა შესაძლებელი იყო, თუმცა როგორც თავად თვლის, საკმარისად არ მოინდომა. 
 
თბილისის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ ისევე როგორც დღეს, წინა პერიოდებში არ არსებობდა განცდა, რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია არის სხვადასხვა.
 
"ჩემამდეც ხდებოდა და ახლაც ხდება, მაგრამ ჩემამდე რა ხდებოდა და ახლა რა ხდება მე ამაზე არ ვაპირებ ლაპარაკს იმიტომ, რომ ეს ჩემი და თქვენი განხილვის საგანი არ არის. ამიტომ, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანები თუ მუშაობენ, როგორც მმართველი პარტიის აგიტატორები, ეს არის ცალსახად ცუდი. მე ამას ვემიჯნები იმიტომ, რომ ჩემი პრობლემა არის, მაგრამ არც არავის სხვას არ ვაბრალებ. ჩემი საქმიანობის ეს ნაწილი იყო ჩემი სუსტი რგოლი, ამას ვაღიარებ. ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. „თბილსერვის ჯგუფი“ შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი – არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც არ ვიღებ კატეგორიულად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მითვისებას და გაფლანგვას. არც პირადი მოტივი არ მქონია, არც პირადი სარგებელი არ მიმიღია და მაინც არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო“, – განაცხადა უგულავამ.
 
სასამართლო პროცესი გრძელდება. ამ დროისათვის კოლეგია სათათბიროდ არის გასული
 
 
 
 
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...