მთავარისიახლეებიპოლიტიკარას აღიარებს გიგი უგულავა?

რას აღიარებს გიგი უგულავა?

Published on

დღეს სააპელაციო სასამართლოში გაიმართა მსჯელობა ე. წ. ,,თბილსერვის ჯგუფის'' ეპიზოდზე, რომელზეც პირველ ინსტანციაში განაჩენი უკვე არსებობს  (შეგახსენებთ, რომ საქმე გიგი უგულავას მიერ თანხების მითვისება-გაფლანგვას ეხება. ბრალდებულის ადვოკატებს სისხლის სამართლის ის ნორმა, რომელიც მითვისება-გაფლანგვას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული).
 
 დღევანდელ სასამართლო პროცესს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დაესწრო. მან საკუთარ სიტყვაში  სასამართლოში მისვლის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ სურს საკუთარი გამოსვლით სიცხადე შეიტანოს საქმეში. 
 
თავის დასკვნით სიტყვაში მან განაცხადა, რომ  არ ქონია განზრახვა, ადამიანთა დასაქმება პარტიული ნიშნით მომხდარიყო და გაცნობიერებული აქვს, რომ  როდესაც ადამიანებს სახელმწიფო უხდის ხელფასს  და პარტიულად ელაპარაკება, ეს ძალიან ცუდია. მისი თქმით ადმინისტრაციული ორგანოს და პარტიის გამიჯვნა შესაძლებელი იყო, თუმცა როგორც თავად თვლის, საკმარისად არ მოინდომა. 
 
თბილისის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ ისევე როგორც დღეს, წინა პერიოდებში არ არსებობდა განცდა, რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია არის სხვადასხვა.
 
"ჩემამდეც ხდებოდა და ახლაც ხდება, მაგრამ ჩემამდე რა ხდებოდა და ახლა რა ხდება მე ამაზე არ ვაპირებ ლაპარაკს იმიტომ, რომ ეს ჩემი და თქვენი განხილვის საგანი არ არის. ამიტომ, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანები თუ მუშაობენ, როგორც მმართველი პარტიის აგიტატორები, ეს არის ცალსახად ცუდი. მე ამას ვემიჯნები იმიტომ, რომ ჩემი პრობლემა არის, მაგრამ არც არავის სხვას არ ვაბრალებ. ჩემი საქმიანობის ეს ნაწილი იყო ჩემი სუსტი რგოლი, ამას ვაღიარებ. ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. „თბილსერვის ჯგუფი“ შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი – არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც არ ვიღებ კატეგორიულად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მითვისებას და გაფლანგვას. არც პირადი მოტივი არ მქონია, არც პირადი სარგებელი არ მიმიღია და მაინც არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო“, – განაცხადა უგულავამ.
 
სასამართლო პროცესი გრძელდება. ამ დროისათვის კოლეგია სათათბიროდ არის გასული
 
 
 
 
 

სიახლეები

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...

სტრასბურგმა აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ საქმეზე - "გიორგი მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება. 21-23 იანვარს მოსალოდნელი ამინდი: თბილისში ცივი...

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისთვის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ყავის საწარმოში - შპს "ტრეიდერი" არაგეგმური ინსპექტირების დროს დადგინდა, რომ...