,ენმ-ს აჭარის რეგიონული ორგანიზაცია პარტიის მთავარი ღირებულებებიდან გადახვევად აფასებს სერგო რატიანის წერილს

0
331
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  აჭარის რეგიონული ორგანიზაცია  პარტიის  მთავარი  ღირებულებებიდან გადახვევად აფასებს პარტიის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის წერილს 
 
,,დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, კვლავ დადგა ისტორიული არჩევანის წინაშე…
დღეს, როდესაც რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა, გაყალბებული არჩევნები, კიდევ ერთხელ გვიქმნის რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნის საფრთხეს….
ქვეყანაში დასავლური ღირებულებების მქონე ერთადერთი მთავარი ოპოზიციურ ძალა, რომელსაც მართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა – წინ აღუდგეს ამ ყველაფერს – გახლავთ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – ნათქვამია აჭარის რეგიონული ორგანიზაციის წერილში, – სამწუხაროა, როდესაც ამ პარტიის ვიწრო ჯგუფი, მათ შორის აღმასრულებელი მდივანი, ცალსახად ეჭვქვეშ არ აყენებს 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას და მიგვანიშნებს 20 იანვრის ყრილობის "იურიდიულ ჩიხზე".
მიგვაჩნია, რომ მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ამომრჩეველთა პარტია და აქ გადაწყვეტილებას იღებს მისი უზენაესობა- ხალხი. მიგვაჩნია რომ, "ენმ"-ის ყველაზე მთავარი ღირებულება, ეს არის დემოკრატიული პროცესები რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს ჩვენი პარტიის ყველა წევრი, მიუხედავად მისი რეგალიისა თუ სტატუსისა.
2016 წლის 30 ნოემბერს პოლიტსაბჭომ განსაზღვრა ყრილობის ჩატარების წესი და თარიღი!!!
დღეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის მხრიდან ამ დემოკრატიული წესით განსაზღვრული ყრილობის იურიდიულ "ლაფსუსებზე" საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, იმ ღირებულებებისგან გადახვევის ტოლფასია, რა ღირებულებებზეც იდგა და დგას ჩვენი პარტია…
 
"ენმ" აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია ცალსახად ემიჯნება ამ განცხადებას და მიაჩნია, რომ 20 იანვარს დანიშნული ყრილობა აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში.
ერთადერთი ძალა, რომელიც დაასრულებს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ქვეყანაში, გახლავთ მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , რომლის ყრილობაც გაიმართება 20 იანვარს, სრულიად კანონიერად და სამართლიანად.
ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების აზრს და არ შეაფერხებთ პროცესებს, ვინაიდან დრო არ ითმენს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ – ნათქვამია ემნ-ს აჭარი რეგიონული ორგანიზაციის საპასუხო წერილში, რომელიც ლევან ვარშალომიძის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული.
 
დღეს ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნა. როგორც რატიანის წერილშია აღნიშნული, იმის გამო, რომ ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი წესების დარღვევით მიმდინარეობს, ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური.
წინა სტატიათბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა
შემდეგი სტატიარას აღიარებს გიგი უგულავა?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური