მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი აცხადებს, რომ არ გააკეთებს ,, კომენტარს ვიღაცის კომენტარზე''

პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ გააკეთებს ,, კომენტარს ვიღაცის კომენტარზე”

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე კომენტარს არ აკეთებს.
,,გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?.. არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო",- განაცხადა პრეზიდენტმა.
 
როგორც უსუფაშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი – 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი”. 
 
უსუფაშვილის აზრით, ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...