მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯონ მაკკეინი: ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ სიცოცხლისუნარიან ოპოზიციას, მაგრამ ასევე ერთგულნი...

ჯონ მაკკეინი: ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ სიცოცხლისუნარიან ოპოზიციას, მაგრამ ასევე ერთგულნი ვართ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა.

Published on

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოში კარგ პოლიტიკურ კლიმატს, სიცოცხლისუნარიან ოპოზიციას, მედიის თავისუფლებას – ამის შესახებ სენატორმა ჯონ მაკკეინმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 
 
სენატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობასა და მხარდაჭერაზე გაამახვილა. 
 
”შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ჩვენს მეგობრებთან ოპოზიციურ პარტიაში. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოში კარგ პოლიტიკურ კლიმატს, სიცოცხლისუნარიან ოპოზიციას, მედიის თავისუფლებას, მაგრამ ასევე ერთგულნი ვართ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსთან, საქართველოს სამხედრო გაწვრთნას და შემდგომ ინტეგრაციას ნატო-ში და ქართველებს, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორებს განვიხილავთ. ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცები დიდ სამუშაოს ასრულებენ ავღანეთში”, – განაცხადა მაკკეინმა. 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...