მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკელი სენატორების დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან დევნილ მოსახლეობასთან შეხვდა

ამერიკელი სენატორების დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან დევნილ მოსახლეობასთან შეხვდა

Published on

თბილისში დღეს ჯონ მაკკეინი და ამერიკელი სენატორების ორპარტიული დელეგაცია ჩამოვიდა. პირველივე შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან საოკუპაციო ხაზთან შედგა.
 
ჯონ მაკკეინი ჩამოფრენისთანავე სოფელ ხურვალეთს ესტუმრა, მოსახლეობას ახალი წელი პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 
 
„ღრმად ვარ დარწმუნებული რომ აშშ-ს კონგრესი და ადმინისტრაცია გააგრძელებენ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერას. კონგრესისა და სენატის პოზიცია არ შეიცლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, გაგრძელდეს ქართული ჯარის წვრთნები. ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მადლობლები ვართ ქართველი ხალხის მათი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მადლობელი ვართ ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება,“ – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
 
ამერიკელმა სენატორმა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უკვე გამართა. მხარეებმა საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
მაკკეინისა და სხვა ჩამოსული სენატორების განცხადებით, ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებზე აუცილებლად იმუშავებს.
 
ჯონ მაკკეინი, თბილისში შუადღეს უკრაინიდან ჩამოვიდა. ამერიკელი სტუმრები ხვალ საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდებიან და ნატო-საქართველოს ერთობლივი შეფასების ცენტრს ეწვევიან. 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...