„საჭადრაკო ფესტივალი – 2016“ სწრაფ ჭადრაკში დასრულდა

0
465
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში დასრულდა საახალწლო შეჯიბრება – „საჭადრაკო ფესტივალი – 2016“ სწრაფ ჭადრაკში. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში გაიმართა ღია და 11 წლამდე ასაკობრივი ტურნირი. მასში 70-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.ღია ტურნირში ორმა მოჭადრაკემ დააგროვა 9 შესაძლებლობიდან 8-8 ქულა. უკეთესი დამატებითი მაჩვენებლით პირველი ადგილს დაეუფლა ცოტნე ქვარცხავა, მეორე ადგილი დაიკავა გიორგი კუხალეიშვილმა. მესამე ადგილზე გუბაზ ქუხილავა გავიდა. გოგონათა შორის პირველი ადგილი მარიამ საჯაიამ დაიკავა. მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის რამაზ ახალაიამ გაიმარჯვა; 11 წლამდე ასაკობრივ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა ნიკოლოზ შამათავამ. მეორე-მეხუთე ადგილები 7-7 ქულით გაიყო ოთხმა მოჭადრაკემ. დამატებითი მაჩვნებლით ჭაბუკთა შორის მეორე ადგილი დაიკავა გოგონათა შორის გამარჯვებულმა ნინიკო შარიამ, მესამე ადგილს დათო შედანია დასჯერდა.პრიზიორები დაჯილდოვდნენ ქ. ზუგდიდის „სპორტის განვითარების ცენტრი“-ს მიერ დაწესებული თასებით, მედლებით და დიპლომებით.
 
წინა სტატიამდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთის სპეციალური ზონალური შეთანხემბის გაცემის საკითხს ხმაური მოყვა.
შემდეგი სტატიაკონკურსში “კრეატიული ნაძვის ხე” ყველისგან დამზადებულმა ნაძვის ხემ გაიმარჯვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური