მთავარისიახლეებიპოლიტიკაპატრიარქის სამკურნალოდ საქართველოში დღეს გერმანელი სპეციალისტი ჩამოვა

პატრიარქის სამკურნალოდ საქართველოში დღეს გერმანელი სპეციალისტი ჩამოვა

Published on

    პატრიარქის სამკურნალოდ საქართველოში დღეს გერმანელი სპეციალისტი ჩამოვა.პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა,რომ უწმინდესის მდგომარეობა ყოველდღიურად სტაბილურია და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. იგი საპატრიარქოში ქირურგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, ოპერაციული ჩარევის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა გადაუდებლად არა. „სისხლის მაჩვენებლები და გარკვეული ანალიზები უმჯობესდება, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. იცით თქვენ, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭოვანი დაავადების გამო ყოველდღე სპეციალისტების კონსილიუმები ტარდება. დაკვირვების ქვეშ არის“, – განაცხადა პატრიარქის ექიმმა.მისივე თქმით, უწმინდესის გერმანიაში გადაყვანის საკითხი აღარ განიხილება, რადგან პატრიარქი თანახმა არ არის.„უწმინდესს არ უყვარს, როდესაც საქართველოს დიდი ხნით ტოვებს, ამიტომ დღეს თბილისში ბერლინის ერთ-ერთი კლინიკიდან ჩამოვა გერმანელი სპეციალისტი, რომელიც ბოლო 2 წელია გერმანიაში ყოფნისას პატრიარქს მეთვალყურეობს“, – აღნიშნა უწმინდესის ექიმმა. 
 
 
 

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...