მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთის სპეციალური ზონალური შეთანხემბის გაცემის საკითხს ხმაური მოყვა.

0
453

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სპეციალური ზონალური შეთანხემბის გაცემის საკითხს ხმაური მოყვა.  ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  საკითხს მხარი არ დაუჭირა,მათი განცხადებით ქალაქის ეს ტერიტორია რეკრეაციულ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლას გულისხმობს რაც მიზანშეწონილი არ არის.საქმე ეხება,მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროზე, გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული მიწის ნაკვეთისთვის (920 კვ/მ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3-ის სტატუსის მინიჭებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე, როგორც სხდომაზე აღნიშნეს ბენზინგასამართი სადგური აშენდება.ასევე ისმჯელეს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.ამ გადაწყვეტილებაში იკვეთება მერიის შერჩევითი მიდგომები, აღნიშნავს ნაციონალური მოძრაობა.ქალაქის საკრებულომ 2016 წელი შეაჯამა, მუშაობას საკრებულო 2017 წლის იანვარში განაახლებს

წინა სტატიასოხუმი ქართველებისთვის ბინადრობის უფლების გაცემის საფუძვლებს უცვლელად ტოვებს
შემდეგი სტატია„საჭადრაკო ფესტივალი – 2016“ სწრაფ ჭადრაკში დასრულდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური