მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ღლონტი: " ”მაესტროს” ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილს გადაიყვანენ ”იმედზე”,...

მამუკა ღლონტი: ” ”მაესტროს” ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილს გადაიყვანენ ”იმედზე”, დანარჩენებს გაყრიან ქუჩაში”

Published on

    ”მაესტროს” ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილს გადაიყვანენ ”იმედზე”, დანარჩენებს გაყრიან ქუჩაში, ან საახალწლოდ, ან ახალიწლების შემდეგ”, – ამის შესახებ მამუკა ღლონტმა განაცხადა. ღლონტის თქმით, მას ”მაესტროზე” დარჩენილი მცირე პროცენტული წილიდან გამომდინარე პროცესის შეჩერება არ შეუძლია. ღლონტის განცხადებით, პროგნოზები, რომელიც ერთი წლის წინ ჰქონდა, გამართლდა. “სტუდია მაესტროს” დამფუძნებლის განცხადებითვე, გია გაჩეჩილაძე მარიონეტია, რომელიც თავიდანვე ”იმედის” დაკვეთას ასრულებდა. “ ერთი წლის წინ ვამბობდი, რომ ”იმედმა” იყიდა ”მაესტრო” შესაბამისად, ჩემი პოზიცია ცნობილი ერთი წლის წინ იყო, რომ იქ არავითარი გაჩეჩილაძეები არ იყვნენ, იქ იყო ”იმედი”. თქვენ თუ გსურთ, მე მარიონეტ გაჩეჩილაძეზე ვისაუბრო გეტყვით, რომ აბსოლიტურად არ მაქვს სურვილი, ვილაპარაკო ადამიანზე, რომლის ნათქვამსაც აბსოლიტური აზრი არ აქვს, არც ჩემთვის და არც დანარჩენი სამყაროსთვის. ”მაესტროში” კადრების წმენდა გაგრძელდება, რადგან საინფორმაციო სამსახური დაიხურება. ”მაესტროს” ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილს ”იმედზე” გადაიყვანენ და დანარჩენებს გაყრიან ქუჩაში, ან საახალწლოდ, ან ახალი წლების შემდეგ. მე რა უნდა გავაკეთო, რა შემიძლია ჩემი პროცენტით, რომ რაიმე დავაპირო, “მაესტროს” ჟურნალისტებს თავის დროზე პრინციპულობა რომ გამოეჩინათ შეიძლება თავისი ნებით აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში და ეს ბევრად უკეთესია ვიდრე სხვისი ნებით, რომ აღმოჩნდებიან ქუჩაში”, – აცხადებს ღლონტი.
მედიაჰოლდინგმა „იმედი” ტელეკომპანიების – „მაესტროსა“ და GDS-ის შეძენასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „იმედის“ინფორმაციით, „მაესტროსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო" გახდება ჰოლდინგ “იმედის“ შემადგენელი ნაწილი, GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კი დასასრულს უახლოვდება. 
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...