ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს დღეს დეპუტატები პირველი მოსმენით სესიაზე კენჭს უყრიან.ცვლილება ლარიზაციის გეგმასთან კანონის შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.სიახლის მიხედვით, ქვეყანაში ლარის გარდა ფინანსური ოპერაციების ჩატარება სხვა ვალუტაში აიკრძალება. რიგგარეშე სესიაზე გატანამდე საკითხის განხილვა ბიუროს სხდომაზე მოხდება.„ეს არის ნაბიჯი გადადგმული ლარისადმი ნდობის გამყარებისკენ,“-აცხადებს რომან კაკულია.ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგია ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, მსგავსი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის დამანგრეველია.„ეს არის აბსურდი, რომლის მიღება მხოლოდ და მხოლოდ კლავს ბიზნესს და არათუ მიღება, არამედ უკვე ამის დაანონსება პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს დღეს დეპუტატები პირველი მოსმენით სესიაზე კენჭს უყრიან
Published on