პოლიტსაბჭოს სხდომის ნაჩქარევად მოწვევის საჭიროება არ არსებობს – რა ხდება ენმ – ში?

0
379
გუშინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ერთმა ნაწილმა გაააკეთა განცხადება, რომ დღეს, 27 დეკემბერს პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება , თუმცა გუშინვე გამოქვეყნდა  მოყვა პოლიტსაბჭოს სხვა წევრების საპასუხო განცხადება, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ ამ ნაჩქარევად დანიშნულ სხდომაში.
 
განცხადებას ხელს აწერენ ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან ბეჟაშვილი, ირაკლი ნადირაძე, გიორგი პატარაია, აკაკი მინაშვილი, კობა სუბელიანი, თინათინ ბოკუჩავა, ზურაბ მელიქიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ომარ მეგრელიძე, კახა ბუცხრიკიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი კარბელაშვილი, დავით კირკიტაძე, ეკატერინე ხერხეულიძე, ხათუნა ოჩიაური, დავით დარცმელიძე, ნინო კალანდაძე, კობა ხაბაზი, გოჩა კუპრავა, მარიამ საჯაია, პაატა ლეჟავა, ვახტანგ ლემონჯავა, მიხეილ მახარაძე. ისინი თვლიან, რომ პოიტსაბჭის სხდომის ასე ნაჩქარევად დანიშვნის საჭიროება არ არსებობს და მიზანშეუწონელია.
 
 
"პოლიტსაბჭოს მოწვევის საბაბად დასახელებული მიზეზები არ საჭიროებს ამ ფორმატში შეკრებას, რადგან გადაწყვეტილება 20 იანვრის ყრილობის ჩატარების წესის შესახებ უკვე დამტკიცებულია 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს მიერ.- ნათქვამია განცხადებაში.
 
ყრილობის მოსამზადებელი საორგანიზაციო კომისიის შედგენის წესი გულისხმობს პარიტეტზე დაფუძნებული საორგანიზაციო კომისიის შექმნას. პოლიტსაბჭოს 30-მა წევრმა უკვე დაასახელა 6 წევრი. ჩვენ დღემდე ველოდებით, როდის დაასახელებენ პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრები წინასწარ განსაზღვრული კვოტის ფარგლებში საკუთარ წარმომადგენლებს.
ყრილობის საორგანიზაციო წესებზე სწორედ საორგანიზაციო კომისიამ უნდა იმსჯელოს სამუშაო ფორმატში და არა პოლიტსაბჭომ, რადგან ეს არ არის პოლიტსაბჭოს ფუნქცია; შესაბამისად, პოლიტსაბჭოს ეს სხდომა ემსახურება ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას.
20 იანვრის 7000-დელეგატიანი ყრილობის მოწინააღმდეგეებმა უარი განაცხადეს უკლებლივ ყველა წინადადებაზე, რომელიც კომპრომისისკენ იყო მიმართული.
 
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ 20 დღის განმავლობაში, ჩვენი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, უარი თქვა ყრილობის საორგანიზაციო საკითხების ირგვლივ თანამშრომლობაზე.
 
30 ნოემბერს პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 10 იანვრისა. ამიტომ, ნაჩქარევად სხდომის მოწვევას, პოლიტსაბჭოს აქტიური წევრების საქართველში არყოფნის პირობებში, მივიჩნევთ ყრილობის მოწვევის უკვე დამტკიცებული წესების რევიზიის მცდელობად.
 
ჩვენი სურვილია კომისიის მუშაობა წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ, რადგან სწორედ საორგანიზაციო კომისია არის ის სტრუქტურა, სადაც საჭიროების შემთხვევაში უნდა შედგეს დისკუსია პროცედურულ საკითხებზე. ამასთან, საკორგანიზაციო კომისია ვერ შეითავსებს ვერცერთ იმ ფუნქციას, რომელიც დამტკიცებული წესებით, პოლიტსაბჭოს კომპეტენციაშია.
 
გარდა ამისა, ჩვენ ვგრძნობთ მაღალ პასუხისმგებლობას ჩვენი მხარდამჭერებისა და ამომრჩეველების წინაშე და გამოვთქვამთ მზადყოფნას ყველასთან თანამშრომლობისთვის-პარტიის რაიონული ორგანიზაციების, საპარლამენტო დეპუტაციის, მაჟორიტარობის კანდიდატების, პოლიტსაბჭოს წევრების და პარტიის მხარდამჭერების ჩათვლით.
 
ჩვენი მიზანია ენმ-ის ყრილობის სამაგალითოდ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება, რადგან სწორედ ეს ყრილობა უნდა გახდეს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისი. ძალა ერთობაშია!“, – ნათქვამია განცხადებაში
წინა სტატიაპრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქმა უკვე დატოვა თოდუას კლინიკა, სადაც გამოკვლევა ჩაუტარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური