მთავარისიახლეებიპოლიტიკა”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა

Published on

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილი სხდომაზე არ გამოცხადდა. 
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო 60 წევრისგან შედგება. სხდომის გასამართად მასზე მინიმუმ 30 წევრის დასწრება იყო საჭირო.
ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები, რომლებიც პარტიის ოფისში იმყოფებიან, ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თათბირობენ.
 
ის, რომ კვორუმი არ შედგებოდა, აშკარა გახდა ჯერ კიდევ გუშინ, როცა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრებმა, რომელნიც პრინციპულად არ ეთანხმებიან ე.წ, გამიჯნულთა ხედვას პარტიის რეორგანიზაციის საკითხში,  გააკეთეს განცხადება ამ უკანასკნელთა მიერ  პოლიტსაბჭოს სხდომის  დანიშვნასთან დაკავშირებით.
"მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ მონაწილეობის მიღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 27 დეკემბერს დანიშნულ სხდომაში''  – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც დასახელებულია მათი ამ ადაწყვეტილების  მიზეზები.  ,,გადაწყვეტილება 20 იანვრის ყრილობის ჩატარების წესი ს შესახებ უკვე დამტკიცებულია 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს მიერ.პოლიტსაბჭოს მოწვევის საბაბად დასახელებული მიზეზები არ საჭიროებს ამ ფორმატში შეკრებას, ამიტომ, ნაჩქარევად სხდომის მოწვევას, პოლიტსაბჭოს აქტიური წევრების საქართველში არყოფნის პირობებში, მივიჩნევთ ყრილობის მოწვევის უკვე დამტკიცებული წესების რევიზიის მცდელობად.'' – ნათქვამი იყო  განცხადებაში. 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...