მთავარისიახლეებისაზოგადოება, იმედი'' ,მაესტროს'' და GDS-ს ყიდულობს - ორ მათგანზე სავარაუდოდ...

, იმედი” ,მაესტროს” და GDS-ს ყიდულობს – ორ მათგანზე სავარაუდოდ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყდება

Published on

გავრცელებული ინფორმაციით,  ტელეკომპანია ,, იმედი''  ,მაესტროს'' და GDS-ს ყიდულობს. სავარაუდოდ, შეიქმნება ერთიანი მედიაჰოლდინგი, რასაც თითოეულ არხზე რეორგანიზაცია მოჰყვება. 
 
არცერთ ტელევიზიაში არ უარყოფენ, რომ მფლობელებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მოლაპარაკების შესახებ ,,მაესტროს'' დირექტორი ამბობს, რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ კონკრეტულად რაზე იყო საუბარი. 
GDS-შიც აღნიშნავენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს მფლობელებმა ტელეკომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით.
ამ  ინფორმაციას გია გაჩეჩილაძეც გამოეხმაურა. ცოტა ხნის წინ მან ipress-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ფაქტობრივად, შეთანხმება შედგა.

 
 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი  ხატია ყურაშვილი აცხადებს, რომ ,, იმედის'', ,, მაესტროსა'' და GDS-ის ერთ ჰოლდინგად გაერთიანების შემთხვევაში,  ამ სამი არხიდან ორზე,  სავარაუდოდ, საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყდება.
„იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგება, კომისია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად იმსჯელებს კონცენტრაციის აკრძალვის საკითხზე, რადგან ამაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, „პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს“.- ამბობს იგი.
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...