მთავარისიახლეებისაზოგადოებააფარებს თუ არა შს სამინისტრო ხელს ხუციშვილის შესაძლო მკვლელებს?

აფარებს თუ არა შს სამინისტრო ხელს ხუციშვილის შესაძლო მკვლელებს?

Published on

 შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურაბ ხუციშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. . ისინი მომხდარის გამოძიებას ითხოვენ და ხუციშვილის გარდაცვალებაში პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებენ.
 
ოჯახის წევრთა განცხადებით,  ხუციშვილი მასზე პოლიციის მიერ განხორციელებული დევნის შემდეგ გაუჩინარდა, სამართალდამცველებმა კი ხუციშვილის გვამი მტკვარში სამი დღის შემდეგ , 1 აგვისტოს, იპოვეს.  პოლიციაში ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ავტომობილი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიტოვებული იპოვეს, მძღოლის გაუჩინარების თაობაზე კი არაფერი იცოდნენ.
 
ოჯახი გამოძიების გაჭიანურებაზეც საუბრობს და სამართალდამცავებს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს.
 
მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.
 
დამნაშავეების გამოვლენისა და მათი დასჯის მოთხოვნით გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა, რამდენიმე საპროტესტო აქცია უკვე გამართეს. ისინი გაჩერებას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე ამ ბურუსით მოცულ მკვლელობასა თუ თვითმკვლელობას ფარდა არ აეხდება.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...