მთავარისიახლეებითვალსაზრისინიღბები ცვივა – ვიღაცას ბარიკადებზე დგომა მოსწყინდა

ნიღბები ცვივა – ვიღაცას ბარიკადებზე დგომა მოსწყინდა

Published on

 

დავით დარჩიაშვილი  დავით ბაქრაძის ინსტერვიუსა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ დავა იმაზე, ყრილობაზე რამდენი და როგორი დელეგატი ჯობია, ან რა ვუყოთ თავმჯდომარის ვაკანტურ სკამს, პრობლემის ირიბი თუ პირდაპირი გამოვლინებაა და არა თავად პრობლემა.
 
“დათომ მიშას გაუწოდა ხელი ცივილიზებული ურთიერთობებისაკენ მოსაბრუნებლად. თან ინტერვიუშივე დააფიქსირა, რა ორგანიზაციული თუ პოლიტიკური აზრთასხვაობა გაჩნდა მიშას უპირობო მომხრეებსა და “გამიჯნულებს” თუ “ახირებულებს” შორის. ეს იყო დროული, აუცილებელი. მაგრამ ინტერვიუში ჩემთვის უფრო საინტერესო, სიღრმისეული ფენაცაა – შეიძლება, არასაკმარისად არტიკულირებული. ამ განხეთქილებას უფრო ღრმა მიზეზები აქვს.
 
ვფიქრობ, მომწიფდა დრო, საზოგადოებაში დასრულდეს “ზვიადის და ედიკას” თუ “მიშას და ბიძოს ბანაკებად” დაყოფა. 25 წელია, ეს უბედურება ხდება და ვისაც გონია, რომ ამის უკან მარტო ღალატი თუ რუსეთია და მეტი არაფერი, ცდება. ესაა ჩვენი საზოგადოების მტრული, ურთიერთშუღლით გაჯერებული ბუნება, რომელსაც რუსი იყენებს, ახალისებს, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემაა – შინაგანი, ქართული. მიშა დღეს კვლავ კონფრონტაციულობას განასახიერებს, უნდა ეს თუ არა. მას აქვს აბსოლუტურად გასაგები წყენა და ამბიცია, რომ რევანში აიღოს ბიძინაზე. მე კი ვთვლი – ამ რევანშიზმითა და კონტრრევანშიზმით დავღუპავთ ქვეყანას. რა ვქნათ? როდემდე ვიყოთ ბარიკადებზე? სანამ ერთი მხარე მეორეს არ გაანადგურებს? 

 
მე მგონია, რომ ბაქრაძის ინტერვიუ ეხმარება შიდა დაპირისპირებების მოხსნასა და საერთოეროვნული ხიდების ძებნას. ოღონდ იგი ამას მარტო ვერ შეძლებს, არც ერთი ინტერვიუთი და არც პიროვნული მოღვაწეობით. იგი ამ დამღუპველი ქართული ვენდეტას დასრულებაში მხარდაჭერას საჭიროებს – უპირველესად, მიშასგან. მე, ჯერჯერობით, ამ მხარდაჭერას ვერ ვხედავ.
 
დავუბრუნდეთ ენმ-ს. როგორი იქნება იგი ხვალ: კლიშეებისაგან თავისუფალი, რაც გამორიცხულია წარსულზე საუბრის, ოპონეტების მოსმენის გარეშე, თუ საბრძოლო რაზმი, რომლის ენერგია შინაომში გაიფლანგება? – ესაა, ჩემი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი გასარკვევად, შეძლებს თუ არა ენმ ქვეყნის განახლებაში პოზიტიური წვლილის შეტანას. რა უნდათ დღეს მიშას უპირობო მომხრეებს? ესმით ასე მათ ისტორული მომენტი თუ არ ესმით? ჩემთვის პასუხი ბოლომდე ნათელი არაა. ვიცი მხოლოდ, რომ მათი დღევანდელი ნაბიჯები ხელშემწყობია ვითარებისა “ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ”.
 
 ბაქრაძის ინტერვიუ ამის დასრულებისაკენ მოწოდება იყო.  დღეს მაინც, მშვიდობის, განსხვავებულთა თანაარსებობის დროა.” -წერს დავით დარჩიაშვილი.
 
როგორ აღიქვეს სოციალურ ქსელში დარჩიაშვილის ,,მანიფესტი''?
,, თანაარსებობა ბიძინასთან გამორიცხულია. ეს  არის ოპორტუნიზმი და კაპიტულანტობა, შეფუთული ხიდების გადებაში. ხიდებს მთავრობა დებს და არა ოპოზიცია ანუ ხელისუფლებამ უნდა გადოს ხიდი.
გასკდენ ბოლოს ფურუნკულივით. თქვეს რაც უნდათ –  ბიძინასთან შერიგება და შესაბამისად თანამდებობები. სამარცხვინოა!''

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...